გამოგვიწერეთ

ნაკრები

კანადასთან ბორჯღალოსნების შემადგენლობა ცნობილია

გააზიარეთ

7 ნოემბერს, კანადასთან გასამართი მატჩისთვის ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა პიერ-ანრი ბრონკანმა სათამაშო შემადგენლობა დაასახელა. მსოფლიო რაგბის 2026 წლის ერთა თასის ნოემბრის ეტაპის პირველ მატჩში საქართველო „ავჭალაზე“ 18:00 საათზე დაიწყება.

შემადგენლობაში ორი დებიუტანტია – 19 წლის ლუკა ტაბატაძე, რომელიც თამაშს სასტარტო შემადგენლობაში იქნება და ცენტრში თორნიკე კახოიძეს შეუწყვილდება; ღერძზე გამოცდილი მოთამაშეები – ვასილ ლობჟანიძე და ლუკა მატკავა დადგებიან; ფულბეკი გუნდის კაპიტანი დავით ნინიაშვილია; ფრთებზე კი თამაშს აკა ტაბუცაძე და დაჩი პაპუნაშვილი იწყებენ.

შერკინების პირველ ხაზში გიორგი ახალაძეს, ვახტანგ ჯინჭარაძეს და ბაჩუკი ჭუმბაძეს ვიხილავთ; მეორე ხაზში ლადო ჩაჩანიძე და გიორგი ჯავახია შეწყვილდებიან; მესამე ხაზში ლუკა ივანიშვილის, ბექა საღინაძისა და ბექა შვანგირაძის ტრიო დადგება.

მარქაფაში ექვსი მორკინალი და ორი ხაზის მოთამაშეა: დებიუტანტია ახალგაზრდა მეორეხაზელი გაგი მარგველაშვილიც; ჩვენს შერკინებას პირველ ხაზში ვანო კარკაძე, სერგი აბრამიშვილი და ბექა გიგაშვილი გააძლიერებენ; მესამე ხაზს კი – მიხეილ შიოშვილი და ილია სპანდერაშვილი; ხაზში შეცვლაზე არიან ჰავბეკი გელა აფრასიძე და ცენტრი გიორგი შველიძე.

მთლიანობაში, ბრონკანმა კანადასთან აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა. 23-კაციან განაცხადში ცხრა ისეთი მორაგბეა (6 შერკინება, 3 ხაზი), რომელთა ანგარიშზე 10-ზე ნაკლები სანაკრებო კეპია. თუმცა, გუნდში გამოცდილი მორაგბეებიც მრავლად არიან.

2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა თასზე, საქართველომ ზაფხულში სამივე თამაში მოიგო (ურუგვაისთან, სამოასთან და ჩილესთან), 14 ქულა დააგროვა და ევროპა-აზია-აფრიკის ჯგუფის ლიდერია. კანადამ ზაფხულის კამპანიისას ერთი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, ერთიც დათმო და შვიდი ქულით ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფში ბოლო ადგილზეა. თუმცა, ამ ჯგუფის ექვსი ბინადრიდან ოთხს შვიდი ქულა აქვს და ჩრდილოამერიკელები ბოლო ადგილზე დამატებითი მაჩვენებლებით არიან.

შეგახსენებთ, ნოემბრის ფანჯარაში საქართველო კანადის შემდეგ 14 ნოემბერს ტონგას, ხოლო 21 ნოემბერს აშშ-ს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

ხაზი: დავით ნინიაშვილი, აკაკი ტაბუცაძე, ლუკა ტაბატაძე, თორნიკე კახოიძე, დაჩი პაპუნაშვილი, ლუკა მატკავა, ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: გიორგი ახალაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ბაჩუკი ჭუმბაძე, ვლადიმერ ჩაჩანიძე, გიორგი ჯავახია, ლუკა ივანიშვილი, ბექა საღინაძე, ბექა შვანგირაძე.

მარქაფა: ვანო კარკაძე, სერგი აბრამიშვილი, ბექა გიგაშვილი, გაგი მარგველაშვილი, მიხეილ შიოშვილი, ილია სპანდერაშვილი; გელა აფრასიძე, გიორგი შველიძე.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები