გამოგვიწერეთ

ნაკრები

რამაზ სვანაძე: კონკურენცია საჭიროა

გააზიარეთ

9 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები, ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი მატჩისთვის მზადებას იწყებს. რამაზ სვანაძის გუნდი 14 ნოემბერს უნგრეთს მიხეილ მესხზე დაუხვდება, ხოლო 17 ნოემბერს უკრაინის ნაკრებს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში ესტუმრება.

მზადების დაწყების წინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა.

რამაზ სვანაძე:

„ეს ჩემი პირველი შეკრებაა. დაგვაკლდებიან კვარაცხელია და კიტეიშვილი. თუმცა, ეს ფაქტორი, შანსს სხვა ფეხბურთელებს აძლევს…

რაც შეეხება წიტაიშვილს, კარგია რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ამიტომ, მისი პოზიცია იმ სისტემის მიხედვით გადაწყდება, რომლითაც ვითამაშებთ…

კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც ჰყავს ორი ვიცე-კაპიტანი კიტეიშვილი და კაკაბაძე. მათ არყოფნაში კაპიტანი კაკაბაძე იქნება…

ახალი გუნდის ფორმირებას ვიწყებთ. რთული მატჩები გვექნება და გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენს გუნდს აქვს ხასიათი და ამის იმედი გვაქვს. კვეკვესკირი და კაშია სამწვრთნელო შტაბში რჩებიან. ახალგაზრდული ნაკრებიდან ზაურ სვანაძე და გიორგი ადამია დაგვემატება…

ყალიჩავას კარგი სეზონი აქვს და ჩავთვალე, რომ კონკურენციისთვის საჭირო იყო მისი გამოძახება. კერესელიძე კარგი მეკარეა, მაგრამ კონკურენცია ყველამ უნდა იგრძნოს; მაისურაძეზეც იმავეს ვიტყვი – მარჯვენა ფლანგზე კონკურენცია გვჭირდება; მოისწრაფიშვილს მაღალი სათამაშო ინტელექტი აქვს. მისი პრობლემა ფიზიკური ძალა იყო, მაგრამ სლოვაკეთში მოუმატა. თუ კიდევ მოუმატებს, ჩვენს ნაკრებს ძალიან კარგი ფეხბურთელი შეემატება…

აზაროვი სათამაშოდ მზადაა და ისეთი ფეხბურთელია, რომელიც ძალიან გვჭირდება. აზაროვს დიდი შეტევითი პოტენციალი გააჩნია. პრესინგიდან გამოსვლაში პრობლემები გვქონდა და ასეთი მოთამაშე საჭიროა. მთავარია, მზად არის თუ არა ორჯერ 90 წუთი ითამაშოს; ხარებაშვილი ტრავმირებულია და ვერ გამოვიძახეთ; ხვიჩას ამბავი დიდი დარტყმაა ჩვენთვის. მის გვერდით ვართ და მჯერა, კიდევ უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება; სანდრო ნარიმანიძე ჩვენ სიაშია და თუ ასე განაგრძო, მალე მოირგებს ნაკრების ფორმას. ახლა უფრო გამოცდილები მოვიწვიეთ. გოგლიჩიძის პროგრესი მახარებს. მინდა, რომ კიდევ უფრო მოუმატოს. რაც შეეხება გადრანსა და გიორბელიძეს – ორივე სარეზერვო სიაშია. შემადგენლობა ისეა დაკომპლექტებული, რომ სამმცველიან სისტემაში ფლანგზე აზაროვი და წიტაიშვილი გვყავს. ეს გამოწვეულია კონკურენციით და იმავეს ვიტყვი გადრანის შემთხვევაში, აქ მათი ასაკი არაფერ შუაშია…

სტანდარტებზე ვმუშაობთ, ბოლო დროს უკეთესობა გვქონდა. მეტოქე ძლიერი გუნდია, მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს. რთული თამაში გველოდება”.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზტეპე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბთ);

მცველები: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო, MLS), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ), გიორგი მოისწრაფეშვილი (სპარტაკი, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო, ესპანეთი);

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).

ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფს რვა ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს; შვიდი ქულით მეორე ადგილზე უნგრეთია; მესამე უკრაინაა – ოთხი ქულა; საქართველოს ორი ქულა აქვს და ბოლოა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები