გამოგვიწერეთ

სანაკრებო ტურნირები

საქართველო წლის დასკვნითი მატჩების ემზადება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სავარჯიშო პროცესში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

გიორგი მამარდაშვილი, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ჯემალ ტაბიძე, ირაკლი აზაროვი, საბა გოგლიჩიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდთან ერთად 10 ნოემბრიდან ივარჯიშებენ.

არის სიახლეც: რამაზ სვანაძემ მოახლოებული მატჩებისთვის გუნდში კიდევ ერთი ფეხბურთელი მიიწვია. უნგრეთთან და უკრაინასთან მატჩებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრებს უკრაინული კოლოსის წევრი ნიკა გაგნიძე შეუერთდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზტეპე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბთ);

მცველები: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო, MLS), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბთ), გიორგი მოისწრაფეშვილი (სპარტაკი, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო, ესპანეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა);

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).

ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფს რვა ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს; შვიდი ქულით მეორე ადგილზე უნგრეთია; მესამე უკრაინაა – ოთხი ქულა; საქართველოს ორი ქულა აქვს და ბოლოა.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად სანაკრებო ტურნირები