გამოგვიწერეთ

ნაკრები

ახალგაზრდებს ევროპისთვის გოგლიჩიძე გამოაკლდა

გააზიარეთ

რამაზ სვანაძემ იმ 23 ფეხბურთელის სია კი დაასახელა, რომლებიც საქართველოს სლოვაკეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წარადგენენ, მაგრამ დღეს უკვე იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია.

შემადგენლობას ტრავმის გამო ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი – საბა გოგლიჩიძე გამოაკლდა, რომელსაც თელაველი ლადო ოდიშვილი ჩაანაცვლებს.

ოდიშვილი 21 წლამდე ნაკრებს პირველად 2024 წლის სექტემბერში შეუერთდა და ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული.

ჩვენი გუნდის შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ასეთი იქნება:

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბთ), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბ);

მცველები: საბა ხვადაგიანი, ირაკლი იაკობიძე (ორივე დინამო თბ), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა);

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე, თორნიკე მორჩილაძე (ორივე დინამო თბ), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი);

თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).

ევრო 2025-ის მატჩების განრიგი:

11 ივნისი: პოლონეთი-საქართველო;

14 ივნისი: საფრანგეთი-საქართველო;

17 ივნისი: საქართველო-პორტუგალია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მარტი 2026
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031  

იხილეთ სრულად ნაკრები