გამოგვიწერეთ

ნაკრები

21-წლამდელებმა რუმინეთთან დათმეს

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრიაში მიმდინარე საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ამხანაგურ მატჩში რუმინეთის თანატოლებთან 0:1 წააგო.

შეხვედრა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ტარდებოდა და ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო.

პირველი ტაიმი ქართველი ახალგაზრდების აქტიურობით დაიწყო. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ფლანგის შემტევი ვახო ბედოშვილი, რომელიც ორმხრივად მონდომებულად გამოიყურებოდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ტაიმის ბოლოს ყველაზე რეალური საგოლე მომენტი ირაკლი აზაროვს სტანდარტულიდან ჰქონდა, თუმცა რუმინელთა მეკარემ დამაჯერებლად ითამაშა.

მეორე ტაიმი მეტწილად რუმინელების უპირატესობით წარიმართა. 70-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს, ქართველი მცველების შეცდომით ისარგებლეს და ანდრეი გორზამ შეხვედრაში ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

შეხვედრა რუმინელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. 14 ივნისს მეტოქე საფრანგეთი იქნება, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშში, 17 ივნისს, ახალგაზრდული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები