გამოგვიწერეთ

ნაკრები

ახალგაზრდული ნაკრები ამერიკასთან დამარცხდა

გააზიარეთ

საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში ამერიკის 20 წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 0:1 დამარცხდა.

მატჩის პირველი გოლის გატანა რამაზ სვანაძის შეგირდებს შეეძლოთ: 41-ე წუთზე, დიმიტრი ღურწკაიას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი რომელიც ალექსანდრე ნარიმანიძემ ვერ გამოიყენა.

მატჩის ერთადერთი გოლი კი, მეორე ტაიმის მიწურულს, მე-80 წუთზე გავიდა, როდესაც ჩვენ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ოუენ პრესთუსმა მეკარის საჯარიმოსკენ გადაგზავნა და ბრის ჯემისონი ზუსტად დაჰკრა.

საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

მიხეილ მაქაცარია, ალექსანდრე ნარიმანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ტაბატაძე (გიორგი რობაქიძე 81), დავით ბუკია, ლუკა წულუკიძე (დიმიტრი ღურწკაია 12), დაჩი ლორთქიფანიძე (ლუკა პარკაძე 62), ნიკოლოზ დადიანი (დანიელ ქვარცხავა 81), ნიკო ცეცხლაძე (ნიკოლოზ ჩიქოვანი 62), გურამ ჯაფარიძე (საბა ზოიძე 90), დიეგო დეისაძე (გიორგი კოხრეიძე 62).

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ნაკრები