გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლის კრებული ბაჰრეინისთვის ემზადება

გააზიარეთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩისთვის ემზადება. ვილი სანიოლის გუნდმა, მიხეილ მესხი 2-ზე, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ფრანგმა სპეციალისტმა საწვრთნელ პროცესში მხოლოდ ის ფეხბურთელები ჩართო, ვისაც რუმინეთის წინააღმდეგ მცირე სათამაშო დრო ჰქონდათ, ან მონაწილეობა არ მიუღიათ.

საწვრთნელ პროცესში ჩაერთო ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც გურამ კაშიას წასვლის შემდეგ კაპიტნის სამკლავური გადაიბარა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (ატრომიტოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა);

მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უოტფორდი, ინგლისი), ლაშა დვალი (ცსკა, ბულგარეთი), ლუკა გადრანი (ბეითარი, ისრაელი), ილია ბერიაშვილი (მტკ, უნგრეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ივა გელაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბ);

ნახევარდაცვა: ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი (ორივე შტურმი, ავსტრია), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი);

თავდასხმა: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი ქვილითაია (მეცი, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი).

საქართველო-ბაჰრეინის მატჩი 5 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები