გამოგვიწერეთ

ნაკრები

ახალგაზრდულმა შეკრება ცვლილებით დაიწყო

გააზიარეთ

საქართველოს 21 წლამდე ნაკრები ივნისში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. რამაზ სვანაძის შეგირდები 5 ივნისს ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს დაუპირისპირდებიან, ხოლო 9 ივნისს, ნისპორენში, მოლდოვას შეხვდებიან.

გუნდმა პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა, მაგრამ დანაკლისი აქვს. ტრავმის გამო, მომავალ მატჩებში ნაკრებს უოტფორდის შემტევი ნიკოლოზ ჩიქოვანი ვეღარ დაეხმარება. არადა, ჩიქოვანს დებიუტი უნდა ჰქონოდა. მის ნაცვლად ნაკრებს კიდევ ერთი ახალწვეული, გაგრას შემტევი საბა ზოიძე შეუერთდა.

ახალგაზედული ნაკრები 2027 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში შვიდი ტურის შემდეგ ცხრა ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილზეა. ლიდერები გერმანია და საბერძნეთი (18-18) არიან; მესამეზე ჩრდილოეთ ირლანდიაა (10). საქართველოს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული აქვს.

სვანაძის გუნდს ჩასატარებელი სამი მატჩი დარჩა: 26 სექტემბერს, შინ, საბერძნეთთან; 1 ოქტომბერს, სტუმრად, ჩრდილოეთ ირლანდიასთან; 6 ოქტომბერს, ისევ სტუმრად, გერმანიასთან.

ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (სენ ჟილი, ბელგია);

მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი), დავით ბუკია (ტორპედო), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი);

ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კარარეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია), ლუკა წულუკიძე, გურამ ჯაფარიძე, გიორგი კოხრეიძე (ყველა დინამო ბთ), ცოტნე ბერელიძე (სამგურალი), გიორგი რობაქიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა), დანიელ ქვარცხავა (დინამო თბ);

თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო), ლუკა პარკაძე (ზალცბურგი, ავსტრია), საბა ზოიძე (გაგრა), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე).

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები