გამოგვიწერეთ

ზამთრის სახეობები

მეტელკინა-ბერულავა მსოფლიო ოქროს ვერ შეწვდა

გააზიარეთ

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მსოფლიო ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში მეორე ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს წარმომადგენლები კვარცხლბეკზე პირველად დადგნენ და ჩვენი ქვეყნის დროშაც პირველად ააფრიალეს.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეტის იმედი გვქონდა. ჩვენები მინერვა ფაბიენ ჰასე-ნიკიტა ვოლოდინის წყვილს მხოლოდ 0.33 ქულით ჩამორჩებოდნენ, მაგრამ ეს თითქმის არაფერია იყო. საერთოდ, მეტელკინა-ბერულავა თავისუფალ პროგრამაში უკეთ ასპარეზობენ და აქედან გამოდინარე ოქროს იმედიც გვქონდა. თუმცა, ამჯერად ისე ვერ ისრიალეს, როგორც ჩვევიან და მხოლოდ მეოთხე შედეგი აჩვენეს, მაგრამ ჯამში მეორე ადგილის დასაკავებლად ეყოთ. დუეტმა მსაჯებისგან 138.96 ქულა მიიღო, რაც პირად რეკორდთან (148.07) ახლოსაც ვერ მივა. მეტიც, გამარჯვებულებს სწორედ ამ 10 ქულით ჩამოვრჩით…

დღეს საქმეში რიტმული ცეკვების წარმომადგენლები ჩებმებიან. ჩვენგან მოკლე პროგრამით დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილი გამოვა. ქალები კი, მედლებს გაითამაშებენ. შეგახსენებთ, ანასტასია გუბანოვა ფინალში მეექვსე ადგილით შევიდა.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ზამთრის სახეობები