გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბითაძემ მამუკელაშვილს უთამაშებლად მოუგო

გააზიარეთ

NBA-ში ერთმანეთს ქართველი მოთამაშეების გუნდები შეხვდნენ – გოგა ბითაძის ორლანდომ სანდრო მამუკელაშვილის ტორონტოს უმასპინძლა და 130:120 დაამარცხა.

ქართველი კალათბურთელების გზები მხოლოდ დარბაზში გადაიკვეთა, მოედანზე მარტო მამუკელაშვილი გავიდა. ჩვენებურმა პარკეტზე 23:58 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 8 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება შესძინა. მამუმ ერთი ორქულიანი და ექვსივე საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამი სამქულიანი ააცილა. ბურთი არ დაუკარგავს, მისი მოედანზე ყოფნისას კი, ტორონტომ რვა ქულა წააგო.

ბითაძე სათადარიგოთა სკამზე დარჩება. მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ბევრი იწერება. ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ ტორონტოა, მეორე ატალანტა… ეს გაცვლები, შესაძლოა, 6 თებერვლამდე მოხდეს.

ტორონტო 29 მოგებითა და 21 მარცხით მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა, ორლანდოს 27 მოგების წილ 22 წაგება აქვს და მეშვიდეა. მომდევნო მატჩს კანადელები შინ იუტასთან ითამაშებენ, ხოლო ორლანდომ სან ანტონიოს ესტუმრება.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი