გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუმ ყოფილ გუნდს 11 ქულა ჩაუგდო

გააზიარეთ

სანდრო მამუკელაშვილის ლეიკერსმა რეგულარული სეზონის მორიგი მატჩი გამართა – კალიფორნიელებმა კი, შინ, მამუკელაშვილის ყოფილ გუნდს, ტორონტო რეპტორსს მოუგეს – 131:125.

ლეიკერსის შემადგენლობაში  საუკეთესო ლუკა დონჩიჩი იყო – 45 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი და 5 ჩაჭრა. თუმცა, ლეიკერსის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ჩვენებურმაც შეიტანა. მამუ სასტარტო ხუთეულში არ იყო, მაგრამ პარკეტზე 23:31 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა და თითო მოხსნა-პასი მიითვალა. მამუმ ორივე ორქულიანი და ხუთიდან ორი სამქულიანი ჩააგდო, რასაც ერთი საჯარიმოც დაუმატა. სანდროს მოედანზე ყოფნის დროს მისმა გუნდმა შვიდი ქულა მოიგო.

ლეიკერსს ხუთი მოგება და ორი მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს კი, 3 ნოემბერს, მაიამისთან გამართავს.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი