გამოგვიწერეთ

კალათბურთი

მამუ ქულებს აგროვებს, გოგა – მოხსნებს

გააზიარეთ

NBA-ში, მორიგ სათამაშო დღეს, მოედანზე ორივე ქართველის გუნდი გავიდა და ორივემ გამარჯვება მოიპოვა. ისიც ვთქვათ, რომ ორივე ქართველის წვლილი საკმაოდ დიდია.

სანდრო მამუკელაშვილის ლოს ანჯელეს ლეიკერსი ჩვენებურის ყოფილ გუნდს, მილუოკი ბაქსს ესტუმრა და 123:112 აჯობა.

მამუკელაშვილმა პარკეტზე 26:02 წუთი გაატარა, რა დროშიც 23 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მამუმ რვიდან ხუთი სამქულიანი და შვიდიდან ოთხი ორქულიანი ჩააგდო. პასივში კი, ორი დაკარგვა ჰქონდა. სანდროს მოედანზე ყოფნის პერიოდში ლეიკერსმა მეტოქეზე 21 ქულით მეტი ჩააგდო. ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდა ლუკა დონჩიჩსაც და მათზე წინ მხოლოდ ოსტინ რივზე (23) აღმოჩნდა.

11 მოგებითა და ორი მარცხით ლეიკერსი დასავლეთის კონფერენციაში პირველ ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი, 16 ნოემბერს, ფინიქსთან ითამაშებს.

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქი იუტა ჯაზს ესტუმრა და 123:108 იმარჯვა.

ჩვენებურს სათამაშო დრო ნაკლებად ეძლევა, მაგრამ ამჯერად მწვრთნელმა 20:01 წუთი ანდო და ქართველის მონაგარიც 4 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაა. გოგამ ორიდან ერთი ორქულიანი და ოთხიდან ორი საჯარიმო ჩააგდო. მისი მოედანზე ყოფნისას კი, ორლანდომ მეტოქეს 13 ქულით აჯობა.

ორლანდო, რომელიც 4 მოგებითა და 7 წაგებით, აღმოსავლეთ კონფერეციაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო მატჩში, 14 ნოემბერს მილუოკის შინ დაუხვდება.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად კალათბურთი