გამოგვიწერეთ

ნაკრები

ბორჯღალოსნები რუმინეთამდე ექვსი ცვლილებით ემზადება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრები შევარდენის ბაზაზე შეიკრიბა და 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას შეუდგა.

საქართველოს ნაკრები, რომელმაც A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, 8 მარტს ავჭალის სარაგბო სტადიონზე რუმინეთს უმასპინძლებს და ფინალის საგზურთან ერთად, ტრადიციულად, გუნდებს შორის ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასიც გათამაშდება. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს ლისაბონში დაუხვდება.

სამწვრთნელო შტაბმა მომავალი შეხვედრისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განახორციელა. გუნდს დაემატა 20 წლამდე ნაკრების მესამეხაზელი მიხეილ შიოშვილი, რომელსაც გასულ უქმეებზე ტულონის შემადგენლობაში TOP 14-ში დებიუტი ქონდა.

ბორჯღალოსნებს შეუერთდა ასევე ფრანგული პოს მესამეხაზელი ბექა გორგაძეც. მწვრთნელებმა წელს ნაკრებში პირველად უხმეს 9 ნომრებს – თენგიზ პერანიძესა და მიხეილ ალანიას, ხოლო ბურჯი ალექსანდრე ქუნთელია და მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი გაფართოებულ შემადგენლობაში დააბრუნეს.

რუმინეთთან მატჩისთვის გუნდში გამოძახებული არ არიან ირაკლი აფციაური, გიორგი ცუცქირიძე, ანდრო დვალი, გიორგი სპანდერაშვილი და ნიკოლოზ რეხვიაშვილი. ნაკრებთან ერთად არიან, მაგრამ რუმინეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ გელა აფრასიძე და ლუკა ივანიშვილი. აფრასიძემ ესპანეთთან მატჩში ტვინის შერყევა მიიღო, ხოლო ივანიშვილი წითელი ბარათით დაისაჯა და დისკვალიფიკაციას იხდის.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები