გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბოსნია შარშია – მუსას შემდეგ კასტანედაც დააკლდება

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების მეტოქე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრები მაგარ შარშია. მთავარი ვარსკვლავის, ჯანან მუსას დანაკლისის შემდეგ გუნდს ტრავმის გამო ვერც ამერიკელი უკანახაზელი ხავიერ კასტანედა დაეხმარება.

ბოსნიელებს კასტანედას შემცვლელი მალევე მოძებნეს და ეს 37 წლის ჯონ რობერსონის, ვინაც 2022 წლის ევრობასკეტზე ითამაშა. ერთია, რობერსონს ახლა კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას, რადგან თებერვლის შემდეგ სათამაშო ფრაქტიკა არ ჰქონია.

თუმცა, ბოსნიელთა თავკაცი ადის ბეჩირაგიჩი მაინც იმედიანად არის:

„კასტანედა შეკრებაზე ჩამოსვლის დღიდან ტრავმებს იშუშებდა. ამ დრომდე გუნდთან ერთად იმიტომ იყო, რომ ექიმების ვარაუდით ევროპის ჩემპიონატისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ბოლომდე ვიცდიდით, მაგრამ ფაქტის წინაშე დავდექით. რაც შეეხება ჯონ რობერსონს, ნაკრების წევრები კარგად იცნობენ და ჩვენს სისტემასთან მორგება არ გაუჭირდება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კარგ ფორმაში იმყოფება, რადგანაც ზაფხულში ვარჯიში არ შეუწყვეტია. ამდენად, ამ მხრივ პრობლემებს არ ველით”.

ბოსნიელთა პრობლემები ამით არ მთავრდება – ჯერ კიდევ გაურკვეველია ითამაშებს თუ არა ევრობასკეტზე გუნდის კაპიტანი მირალემ ჰალილოვიჩი.

სავარაუდოდ, ბეჩირაგიჩი იმ 12 კალათბურთელს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, 21 აგვისტოს დაასახელებს.

ამავე დღეს, ჩეხებთან მატჩის შემდეგ ველოდებით საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ალეკსანდრ ჯიკიჩის 12-კაციან სიასაც.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

დეკემბერი 2025
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  

იხილეთ სრულად კალათბურთი