გამოგვიწერეთ

ხელბურთი

ტიტე კალანდაძე: ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით

გააზიარეთ

ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის გახსნით მატჩში საქართველო ხორვატიასთან 29:32 დამარცხდა. მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ ტიტე კალანდაძის გუნდს მოსალოდნელზე უკეთესი თამაში ჰქონდათ.

გუნდი დიდი ნაწილი ლიდერობდა, მეტოქე წნეხში ჰყავდა, მაგრამ სირენამდე ორი წუთით ადრე გამოცდილმა ხორვატებმა შეძლეს და გამარჯვება მოიპოვეს. გამოცდილებაზე აქცენტი ხორვატთა მწვრთნელმა, დაგურ სიგურდსონმაც გააკეთა.

მატჩის შემდეგ ისაუბრა ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც:

„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ, რადგან დასაწყისი ძალიან კარგი გვქონდა. ცხადია, შეცდომებიც დავუშვით, მაგრამ ეს თამაშის ნაწილია. მიუხედავად ამისა, ძალიან ვამაყობ ჩემი გუნდით. ოთხ-ხუთ მოთამაშეს მცირე ტრავმები ჰქონდა, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავიღეთ.

ეს თამაში ჩემთვის ეს განსაკუთრებული იყო, რადგან ეს იყო ჩემი პირველი თამაში ევროპის ჩემპიონატზე. ბოლომდე დავიხარჯეთ, კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ თამაში ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია. ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით“.

ექვსბურთიან უპირატესობაზე:

„რა თქმა უნდა, ეს მოულოდნელი იყო, თუმცა ჩვენ აქ ყველა შეხვედრის მოსაგებად ვართ. ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა დავამარცხოთ ხორვატია და ყველა სხვა მეტოქე. დიახ, ეს იყო სიურპრიზი, მაგრამ არც ისეთი მოულოდნელი.“

რატომ მოიგო ხორვატიამ:

„მათ მეტი გამოცდილება აქვთ. ჩვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა გუნდი ვართ. ვფიქრობ ყველაზე ახალგაზრდა გუნდი გვყავს ევროპაზე. ასე რომ, თამაშიდან თამაშამდე გამოცდილებას ვიძენთ, თითოეულ შეხვედრაში ვხდებით უკეთესები. ჩვენ უნდა ვისწავლოთ და ყოველი მატჩში რაღაც ახალი გამოცდილება უნდა შევიძინოთ.“

საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას დღეს, 19 იანვარს, ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძელ შვედეთთან ითამაშებს. სკანდინავიელებმა პირველ მატჩში ნიდერლანდები 36:31 დაამარცხეს.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ხელბურთი