
სუპერლიგის ჩემპიონი ბათუმი გახდა პირველი ქართული გუნდი, რომელმაც FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა. ბათუმელებმა ეს საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩში, შვეიცარიის ჩემპიონ ფრაიბურგთან დრამატულ ბრძოლაში მოიპოვეს – 86:85 და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
ბათუმელებმა თამაში „ორჯერ“ მოიგეს: ერთხელ, როცა თამაშის დასრულებამდე ორ წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი და ქართული გუნდი 10 ქულით იგებდა. შემდეგ კი, უხეში შეცდომების დაშვების შემდეგ, შვეიცარიულ გუნდს მოგების შანსი მიეცა. საქართველოს ჩემპიონმა ბოლო წუთზე ორჯერ დაკარგა ბურთი და ბოლო შეტევაში შვეიცარიელებს, რომ ჩაეგდოთ, მოიგებდნენ კიდეც, მაგრამ ფარქვეშ შეჭრილ მათ უკანახაზელს ბურთი ხელიდან გაუვარდა, რომელიც ბათუმელებს დარჩათ და დროც ამოიწურა.
მატჩის გმირი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ოჩხიკიძე, რომელმაც თითქმის უიმედო მდგომარეობაში მყოფ ბათუმელებს გამარჯვების მომტანი სამქულიანი მიუთვალა. ეს მოხდა მატჩის დასრულებამდე 16 წამით ადრე, როცა თანაბარ ანგარიშზე ოჩხიკიძემ თამაში საკუთარ თავზე აიღო და შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამზე სამქულიანი ჩააგდო – 86:83. ამის შემდეგ წავიდა ტაქტიკური თამაში. ოჩხიკიძის მიერ აღებული ჯარიმა შვეიცარიელებმა ორ ქულად გარდასახეს და ბათუმს ბოლო შეტევა დარჩა, რომელშიც უპატიებელი შეცდომა დაუშვა. გვერდიდან შემოტანის დროს ბურთი დაკარგა და 1 ქულით ჩამორჩენილ ფრიბურგს დარჩენილ ცხრა წამში გამარჯვების შანსი მიეცა, მაგრამ…
გმირობასთან ერთად, ოჩხიკიძე ბათუმელთა ყველაზე სასარგებლო მოთამაშეც გახდა – 34:26 წუთში 17 ქულა, 10 პასი და 2 მოხსნა მოაგროვა; 18 ქულით ბათუმელთა ბომბარდირი ამერიკელი ლეგიონერი ვალდი ზეფირი (7 მოხსნა) გახდა; ორმაგი დუბლი შეასრულა ცენტრმა კარსონ ბაშამმა –16 ქულა და 12 მოხსნა; 16 ქულა მიითვალა ლარი ჰაუელმაც (8 მოხსნა); ვალერიან წულეისკირმა გუნდს 11 ქულა მოუტანა, დავით ლომიძემ – 5, ხოლო ლევან ბაბილოძემ – 3.
ეს გახლავთ ისტორიული გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე. აქამდე ამ ტურნირის საკვალიფიკაციოში სამ ქართულ გუნდს უთამაშია, მაგრამ ვერც დინამომ, ვერც თსუ-მ და ვერც ქუთაისმა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში რომ მოხვდნენ, ბათუმელებმა კიდევ ორი მატჩი უნდა მოიგონ. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს 18 სექტემბერს რუმინულ ორადიასა და კვიპროსულ ლარნაკას შორის გამარჯვებულის წინააღმდეგ ითამაშებს.
იხილე მეტი
-
კალათბურთი
/ 30 წამი agoბათუმი პიონერია – მოგება ჩემპიონთა ლიგაზე
გააზიარეთსუპერლიგის ჩემპიონი ბათუმი გახდა პირველი ქართული გუნდი, რომელმაც FIBA-ს ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
რაგბი
/ 8 საათის agoშავი ლომი ინგლისში სათამაშოდ გაემგზავრა
გააზიარეთშავი ლომი 28-კაციანი შემადგენლობით ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც 18 სექტემბერს, ინგლისის ჩემპიონ ნორთჰემპტონ სეინტს შეერკინება....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
სანაკრებო ტურნირები
/ 10 საათის agoერთა ლიგა: ახალი ფორმატი ახალი ფორმატისთვის
გააზიარეთUEFA-ს ერთა ლიგის ახალი სეზონი 24 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს ნაკრები საქმეში მეორე დღეს ჩაერთვება...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი