გამოგვიწერეთ

ნაკრები

ფუტსალის ნაკრებს იტალია და კოსოვო ერგო

გააზიარეთ

19 ივნისს, ნიონში, 2028 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს ნაკრები მე-10 ჯგუფში მოხვდა, სადაც ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქეები იტალიის და კოსოვოს ნაკრებები იქნებიან.

მეინ რაუნდის მატჩები 2026 წლის ოქტომბერში დაიწყება და 2027 წლის მარტში დასრულდება. ელიტ რაუნდის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს. დარჩენილი რვა მეორეადგილოსანი კი, ელიტ რაუნდში მოსახვედრად, ბრძოლას ფლეი ოფში გააგრძელებს.

ევროპის ზონიდან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ელიტ რაუნდის ხუთი ჯგუფის გამარჯვებული გავა, ხოლო დამატებითი საგზურებისთვის საუკეთესო მეორეადგილოსნები ელიტ რაუნდის ფლეი ოფში იბრძოლებენ.

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ნაკრები