გამოგვიწერეთ

კალათბურთი

ბურჯანაძის გრანადამ ლიდერი დაამარცხა

გააზიარეთ

ესპანეთის ჩემპიონატში მცირე სენსაცია მოხდა, რომლის შემოქმედიც ბექა ბურჯანაძის გუნდია. ჩემპიონატის ლიდერმა ვალენსიამ, რომელსაც აქამდე ხუთივე გამარჯვება ჰქონდა, სტუმრად ხუთივე წაგების მქონესა და ბოლო ადგილზე მყოფ გრანადასთან დამარცხდა. ბოლო გუნდმა მოუგო პირველზე მყოფს და ამაში ქართველმა ფორვარდმაც მცირე წვლილი შეიტანა.

თამაში გრანადას გამარჯვებით – 85:79 დასრულდა. ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ არასრულ 10 წუთში ოთხი ქულა დააგროვა. ქართველმა ლეგიონერმა ორი სამქულიანიდან ერთი ჩააგდო; ასეთივე მაჩვენებელი ჰქონდად საჯარიმო ხაზიდანაც.

ვალენსია ხუთი მოგებითა და ერთი წაგებით ცხრილის თავში კიდევ სამ გუნდთან ერთად არის – რეალი, მურსია და გიორგი შერმადინის ტენერიფე. გრანადა კი (1 მოგება, 5 მარცხი) ბურგოსთან ერთად ბოლო ადგილებს იყოფს.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად კალათბურთი