გამოგვიწერეთ

ნაკრები

ძალიან მძიმე მარცხი

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 21-წლამდელთა  ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი მესამეზე დაასრულა და გათამაშებას გამოეთიშა.

გადამწყვეტი იყო პორტუგალიასთან შეხვედრა, რომელიც ქართული გუნდისთვის კატასტროფულად დაიწყო და იმედგაცრუებით დასრულდა.

ჯერ კიდევ მესამე წუთზე, ლაშა ოდიშარიამ მეტოქის ნახევარზე ნაზინიოს წინააღმდეგ იუხეშა. აზერბაიჯანელმა არბიტრმა პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენა, რის შემდეგაც საქართველო მთელი მატჩი ათი კაცით დარჩა.

რამაზ სვანაძის გუნდს ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება ჰქონდა. ცენტრალურ დაცვაში ტრავმირებული საბა საზონოვის ნაცვლად ირაკლი იაკობიძე გამოჩნდა, ასევე თამაშს იწყებდნენ ტყუპი ძმები მამაგეიშვილები და გიორგი აბუაშვილი, რომელმაც საფრანგეთთან კარგი თამაში ჩაატარა. სასტარტოში ვერ მოხვდნენ ლუკა გაგნიძე და იეგოიანი.

მიუხედავად რიცხობრივი ნაკლოვანებისა, პირველი ტაიმი ერთგვარად ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა – დაცვაში იყო შეცდომები, თუმცა შეტევაშიც ჰქონდა შანსები აზაროვსა და კვერნაძეს. პირველი გოლი მაინც პორტუგალიამ გაიტანა – 24-ე წუთზე, როდრიგო პინეირომ მახვილი კუთხიდან დაარტყა,  ხარატიშვილმა შეცდომა დაუშვა და გოლიც გავიდა.

მეორე ტაიმში პორტუგალიამ მოუმატა. 62-ე წუთზე გოლი ჟეოვანი კენდამ გაიტანა. ანგარიში კიდევ გაიზარდა: 86-ე წუთზე რაფაელ გომეშმა კუთხურიდან თავური დარტყმით უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდა. ბოლოს კი, პენალტით ენრიკე არაუჟომ საქართველოს ნაკრებს ბოლო გოლი გაუტანა – 0:4.

ამავე ჯგუფში საფრანგეთმა პოლონეთს 4:1 მოუგო. საბოლოო ჯამში, C ჯგუფში პირველი ადგილი პორტუგალიამ დაიკავა შვიდი ქულით, მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით გაასწრო საფრანგეთს, რომელმაც ასევე შვიდი ქულა მოაგროვა. საქართველოს ნაკრები სამი ქულით მესამეზე გავიდა, ხოლო პოლონეთი უქულოდ დარჩა.

სამწუხაროდ, არც საქართველოს და არც პოლონეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს პლეი-ოფის საგზური არ ხვდათ წილად.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები