გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

გვატემალადან პორტუგალიამდე

გააზიარეთ

მისგან უკვე აღარაფერი გვიკვირს. დეკადები ჩაივლის და კრიშტიანო რონალდუს ფენომენზე მუდამ ილაპარაკებენ.

ვეტერანი პორტუგალიელი ფორვარდის საკლუბო თუ სანაკრებო მიღწევების არზა იმდენად შთამბეჭდავია კაცი იფიქრებს კიდევ რაღა უნდა შემატოსო, მაგრამ ის არ ჩერდება, მართლაც რომ რეკორდების მანქანაა.

ამჯერად რითი გააოცა საფეხბურთო სამყარო? მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო მეგოლე გახდა, უფრო სწორად  კარლოს რუისს გაუთანაბრდა. გვატემალელი შემტევის ანგარიშზე, რომელმაც კარიერა 2016 წელს დაასრულა 39 გოლი გალხდათ და მისი შედეგიც ხელშეუხებელი იყო.

ჰოდა, კრიშტიანო რისი კრიშტიანოა რაიმეს და მითუფრო ვინმეს რეკორდების მსხვრევას შეუშინდეს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩში პორტუგალიამ სტუმრად უნგრეთს 3:2 სძლია და რონალდუმაც თავი პენალტის ნიშნულიდან გატანილი გოლით გამოიჩინა, რაც მისთვის ისტორიული აღმოჩნდა.

მოკლდე, რონალდუს რუისის მსგავსად 39 გოლი დაუგროვდა და ალბათ ეჭვიც არავის ეპარება, რომ ამაზე არ გაჩერდება. უახლოეს ხანებში დიდებული პორტუგალიელი მსოფლიოს ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ტურნირის საუკეთესო მეგოლეც გახდება.

აქვე ისიც დავძინოთ, რომ რონალდუს და რუისის შემდეგ 36 გოლით ლიონელ მესი მოდის.

 

 

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ფეხბურთი