გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

ტედესკომ ზიდანს აჯობა

გააზიარეთ

ფენერბახჩეს ახალი მწვრთნელის ვინაობა გაირკვა. სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის დამრიგებლის ძიებაში მას შემდეგ იყო, რაც 29 აგვისტოს თანამდებობიდან ჟოზე მოურინიო გაათავისუფლეს. პორტუგალიელი სპეციალისტის გაშვების მიზეზი ის სტილი გახლდათ, რომლითაც ჟოზე თურქულ კლუბს ათამაშებდა.

ფენერბახჩეს ბოსები ერთ-ერთ კანდიდატად თითქოს ზინედინ ზიდანსაც განიხილავდნენ, თუმცა საბოლოოდ არჩევანი დომენიკო ტედესკოზე შეაჩერეს. იტალიაში დაბადებული და ორი წლის ასაკში გერმანიაში გადაბარგებული 39 წლის ტედესკო სტამბოლურ გუნდთან ორ წლიან კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფენერბახჩეს ხელმძღვანელობამაც დაადასტურა.

დომენიკო ტედესკოს ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საკმაოდ მრავალფეროვანი სამწვრთნელო ისტორია აქვს. ის სხვადასხვა პერიოდში გერმანულ შალკეს, მოსკოვის სპარტაკს, ბუნდესლიგის მკვიდრ ლაიპციგს და თავად ბელგიის ნაკრებსაც კი ავარჯიშებდა.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი