გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

გიბრალტარი ევროთასებზე, საქართველო ჩრდილში

გააზიარეთ

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიბრალტარის ლინკოლმა სტუმრად სომხეთის ნოას სძლია. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო გატანილი გოლების გარეშე დასრულდა (0:0), რის შემდეგაც გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა — სტუმრებმა ნერვების ომში 6:5 იმარჯვეს.

გიბრალტარის ჩემპიონმა მეტოქეს ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა გაუმართა, კრიტიკულ ეპიზოდებში საკუთარი კარი დაიცვა და ზუსტად შეასრულა დარტყმები 11 მეტრიდან. ამ შედეგით, პატარა ქვეყნის კლუბმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ორგანიზებული მუშაობა და სწორი სტრატეგია ბიუჯეტზე მეტს ნიშნავს.

პლეიოფში ლინკოლნის მეტოქე ბრაგა იქნება. ევროპის ლიგის პლეიოფში გასვლა უკვე კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლას უზრუნველყოფს.

Transfermarkt-ის მონაცემებით, ლინკოლნის სრული შემადგენლობა 1.82 მილიონი ევრო ღირს. ნაკლები, ვიდრე საქართველოს ეროვნული ლიგის უმრავლესი კლუბის ბიუჯეტი. მიუხედავად ამისა, შედეგები აშკარაა: ევროთასების ჯგუფში უკვე მეორედ შედიან.

ამასობაში, ქართულ კლუბებს კვლავ ვერ გაუტეხავთ საერთაშორისო ბარიერი. ბოლო წლების განმავლობაში, ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე რეგულარულად გადიან აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბოსნია, ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა, ლატვია და ახლა უკვე გიბრალტარიც ზედიზედ მეორედ მოხვდა. პატარა ქვეყნები შედეგს დებენ, ჩვენ კი ისევ წარსულის წარმატებებს ვიხსენებთ.

პრობლემა მხოლოდ მინდორზე არაა. ქვეყნის ჩემპიონატის მენეჯმენტი, ინფრასტრუქტურა და ახალგაზრდების სისტემური განვითარება კვლავ ჩამორჩენილია. ფინანსების უმეტესობა სახელმწიფო ბიუჯეტზეა დამოკიდებული, ინვესტორების მოზიდვის სტრატეგია პრაქტიკულად არ არსებობს, ხოლო კლუბების გრძელვადიანი გეგმები ქაღალდზე ან საერთოდ არ იწერება.

ლინკოლნის წარმატება კიდევ ერთი მკაფიო სიგნალია, რომ ევროპულ ფეხბურთში წინსვლა დიდ ბიუჯეტზე კი არა, პროფესიონალიზმზე, სტრატეგიაზე და მენტალიტეტზეა დამოკიდებული. სწორედ ის, რაც ქართულ კლუბებს ასე ძალიან აკლიათ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები