გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

მეგობრული ზავი მეზობლებთან

გააზიარეთ

პირველ ამხანაგურ მატჩში 5:1 გამარჯვების შემდეგ, 19 წლამდე გოგონათა ნაკრები სომეხი თანატოლების წინააღმდეგ ამჯერად დაზავდა.

სფფ-ს რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართული დაპირისპირება მეგობრულად 3:3 დასრულდა. ჩვენი გუნდიდან თავი ანანო წიქარიძემ, ანასტასია ბუჩუკურმა და ლიზი კაკულიამ გამოიჩინეს.

მეზობლებთან ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მზადების ნაწილი გახლდათ.

საქართველოს 19 წლამდე გოგონები 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩრდილოეთ მაკედონიაში ბ ლიგის მეხუთე ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მასპინძელთა გარდა მეტოქეებად აზერბაიჯანი და სლოვენია ეყოლებათ.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი