გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

“გიორგი ასეთ მომენტებშიც კი ძალიან ბრაზდებოდა”, – ლევანტეს მწვრთნელი ქოჩორაშვილზე

გააზიარეთ

გიორგი ქოჩორაშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პორტუგალიის მოქმედ ჩემპიონ ლისაბონის სპორტინგს ოფიციალურად შეუერთდა და არაოფიციალური დებიუტიც ჰქონდა.

ლევანტეს მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ თავის აწ უკვე ყოფილ შეგირდზე მედიასთან ისაუბრა:

“გიორგი მოედანზე მწვრთნელის გაგრძელებაა. მან იცის, როგორ იმოქმედოს ნებისმიერ მომენტში, ყოველთვის ძალიან ყურადღებიანია და თავის ძალიან პატარა შეცდომაზეც კი ბრაზდება. ქოჩორაშვილი საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნია, სწორედ ამიტომ, ბოლო წელიწადნახევარში უდიდესი წინსვლა აქვს.

სეგუნდა დივიზიონსა და პორტუგალიის ჩემპიონატს შორის სათამაშო ტემპი თითქმის იგივეა, ორივე ქვეყანაში ტაქტიკურად თამაშობენ. ამჟამად ქოჩორაშვილი თავისი კარიერის საუკეთესო წლებშია და აქვს რესურსი, კიდევ უფრო განვითარდეს”, – განაცხადა ლევანტეს ყოფილმა მწვრთნელმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები