გამოგვიწერეთ

საქართველოს ჩემპიონატი

თბილისის დინამო საჩემპიონო რბოლაში დარჩა

გააზიარეთ

ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის ერთი მატჩი გაიმართა. ერთიც მანამდე გაიმართა – 15 ნოემბერს, ჩემპიონატის ლიდერმა იბერიამ, სპაერთან 2:2 ითამაშა. ამ ქულით არიან იბერიელები სადღეისოდ პირველ ადგილზე, მაგრამ მისი დაკარგვის შანსი აქვს.

გაგრა-დინამო (თბ) 1:2

თბილისი. პეტრო არენა

0:1 ბა (36); 1:1 გოშთელიანი (57); 1:2 ვაწაძე (81)

დინამოელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ეს თამაში რომ ვერ მოეგოთმ შანსი ძალიან შეუმცირდებოდათ. გაგრა კი მეცხრე ადგილზეა და ფლეი ოფში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოუწევს.

თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი 36-ე წუთზე დაწინაურდა: გიორგი ხარაიშვილის გამოზომილ პასს ალგასიმე ბას გამოზომილი დარტყმა მოჰყვა; გაგრამ მეორე ნახევარში გურამ გოშთელიანის კარგი შესრულებით გაათანაბრა: გოშთელიანმა შეტევა თავად დაიწყო, ჯერ  ილია სკრიპნიკთან, მერე პედრო ბორჟესთან გაათამაშა და ზუსტადაც დაარტყა – 1:1.

გაგრას კიდევ სამი მშვენიერი შანსი ჰქონდა. აი, მე-80 წუთზე დინამოელები ხარიხამ იხსნა, თუმცა კონტრშეტევაძე თბილისელებმა წამოიღეს ბურთი, ბოლოს კი უელტონ კარვალიოს დაბალ პასს მოჰყვა მათე ვაწაძის დარტყმა და მეკარე ოლექსანდრ ვორობეის შეცდომა და…

25 ნოემბერს სამგურალი წყალტუბოში ტორპედოს დაუხვდება, ხოლო რუსთავი – ტყიბულის მეშახტეს; ტური 27 ნოემბერს ბათუმში დასრულდება, სადაც დინამოს გორის დილა ეწვევა.

სატურნირო ცხრილი:

1.იბერია 34 19 6 9 49-35 63

2.დინამო (თბ) 34 17 11 6 55-34 62

3.დინამო (ბთ) 33 18 8 7 58-41 62

4.რუსთავი 33 16 8 9 41-30 56

5.ტორპედო 33 11 11 11 54-45 44

6.დილა 33 13 4 16 44-43 43

7.სამგურალი 33 11 6 16 43-58 39

8.სპაერი 34 6 14 14 45-56 32

9.გაგრა 34 6 13 15 31-51 31

10.მეშახტე 33 4 11 18 28-55 23

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად საქართველოს ჩემპიონატი