გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

გოლების წვიმა და ლიგის რეკორდი

გააზიარეთ

ფეხბურთი უპირველესად გოლებით ფასობს და გვიყვარს. ჰოდა, ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მესამე ტურშიც გულშემატკივრებმა არაერთი თვალსასეირო მატჩი და რაც მთავარია გოლების წვიმა იხილეს. სტატისტიკოსებსმაც მყისვე დაადგინეს, რომ რეკორდიც დამყარებულა.

მოკლედ, ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ჯამში 71 გოლი გავიდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა და შესაბამისაც ახალი რეკორდიც გამოცხვა. აღნიშნულ ტურში, პირველ სათამაშო დღეს 9 მატჩში შვიდ მეტრიანი კარის ბადე 43-ჯერ შეირხა, ხოლო მეორე დღეს ამდენივე დაპირისპირებისას 28-ჯერ.

რაც შეეხება სამი ტურის შემდეგ გათამაშების ლიდერებს. ჯერჯერობით სულ ხუთი გუნდია, რომელთაც ქულათა მაქსიმუმი აქვთ და მათ შორის არის ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ. ასევე სატურნირო ცხრილის გრაფაში 9 ქულა უწერიათ მიუნხენის ბაიერნს, მილანის ინტერს, ლონდონის არსენალს და მადრიდის რეალს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ფეხბურთი