გამოგვიწერეთ

რაგბი

შავი ლომი ინგლისში სათამაშოდ გაემგზავრა

გააზიარეთ

შავი ლომი 28-კაციანი შემადგენლობით ბრიტანეთში გაემგზავრა, სადაც 18 სექტემბერს, ინგლისის ჩემპიონ ნორთჰემპტონ სეინტს შეერკინება.

სეზონისწინა გასახურებელი შეხვედრა „წმინდანების“ საშინაო არენა „ფრანკლინს გარდენზე“ გაიმართება. ნორთჰემპტონი აქ 1888 წლიდან თამაშობს და 15 249 მაყურებელს იტევს.

შავი ლომის შემადგენლობაში 18 მორკინალი და 10 ხაზის მოთამაშეა. რადგან შეხვედრა მოსამზადებელი ხასიათისაა და მწვრთნელებს საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშის ხილვა სურთ, პრემიერშიფის ჩემპიონის წინააღმდეგ ყველა მათგან მოუწევს თამაში.

2026-27 წლების სეზონის გახსნამდე, შავმა ლომმა პირველი მოსამზადებელი მატჩი თბილისში, იტალიურ ბენეტონთან გამართა და 14:36 დამარცხდა. თავის მხრივ, ნორთჰემპტონმა ინგლისის პრემიერშიფის თასზე უკვე მოასწრო ორი შეხვედრის ჩატარება და ჯერ სარასენსთან 42:96 დამარცხდა, მერე ჰარლიქუინსთან – 14:29. ინგლისის პრემიერშიფი კი, 25 სექტემბერს იწყება და „წმინდანებისთვის“ შავ ლომთან თამაში გენერალური რეპეტიცია იქნება. ისინი ტიტულის დაცვას ნიუკასლთან მატჩით იწყებენ.

ნორთჰემპტონისა და შავი ლომის პირდაპირი ტელე-რეპორტაჟი რაგბი ტვ-ზე შედგება.

შავი ლომი ინგლისში

შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დათო აბდუშელიშვილი, გიგა კობახიძე, გიორგი მამაიაშვილი, გიორგი ქიმუცაძე, შოთა ხელაძე, ვახტანგ ჯინჭარაძე, ირაკლი ქვათაძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, ლადო ჩაჩანიძე, დავით არველაძე, მაიკლ ქარი, ლეავასა პოტუ, გიორგი ცუცქირიძე, ლაშა ციხისთავი, ლუკა ნარსია, ოთარ გიორგაძე;

ხაზი: გიორგი სპანდერაშვილი, თემურ ძოძუაშვილი, დავით იმნაძე, ლუკა ცირეკიძე, გიორგი კვესელაძე, თორნიკე კახოიძე, აკაკი ტაბუცაძე, რომა მახათაძე, ოთარ მეტრეველი, ლუკა ტაბატაძე.

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად რაგბი