გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

გორგოძემ ამერიკა გამარჯვებით გახსნა

გააზიარეთ

წლის ბოლო დიდი სლემის გათამაშებამდე ბევრიც აღარ დარჩა. სულ მალე სტარტს ამერიკის ღია პირველობა აიღებს, მანამდე კი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები მიმდინარეობს.

ნიუ ორკში იმყოფება ახლო წარსულში საქართველოს პირველი ნომერი ქალი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე, რომელმაც საწყის წრეში ამერიკელი ჰიზერ უოთსონი დაამარცხა.

გორგოძისთვის მატჩი არც ისე კარგად დაიწყო. მასპინძელმა ჩვენებურს პირველი სეტი 6:3 მოუგო, თუმცა გორგოძემ კონცენტრაცია და ძალების მობილიზება შეძლო და მეტოქეს მიჯრით ორი პარტია წაართვა – 6:3, 6:4.

მეორე წრეში ეკატერინე გორგოძის მეტოქე ბრიტანელი ფრანჩესკა ჯონსი იქნება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი