გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ამერიკა ქართველების გარეშე გაგრძელდება

გააზიარეთ

ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციაში ორი ქართველი მონაწილეობდა, მაგრამ ასპარეზობა ორივემ მეორე ეტაპზე დაასრულა.

თავდაპირველად კორტზე ეკატერინე გორგოძე გავიდა და ორ სეტში პირველ ნომრად განთესილ ბრიტანელ ფრანჩესკა ჯონსთან 1:6, 6:7 დამარცხდა.

ბრიტანელმა პირველი სეტია მარტივად მოიგო. აი, მეორეში კი, ჩვენებურს შანსი ჰქონდა თამაშში დაბრუნებულიყო. 4:1-ს იგებდა კიდეც, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საქმე ტაი ბრეკამდე მივიდა. გორგოძეს იქაც დიდი შანსი ჰქონდა, მაგრამ ოთხი სეტ პოინტი გაანიავა…

ორ სეტში დამარცხდა ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც შვეიცარიელმა მარკ-ანდრეა ჰუესლერმა დაჯაბნა – 7:6; 7:5..

პირველ სეტში ჩოგბურთელებმა თითო ბრეიკი გაცვალეს, ტაი ბრეიკზე კი შვეიცარიელი უკეთესი იყო. თანაბარი ბრძოლა მიდიოდა მეორე სეტში. საქმე თითქოს აქაც ტაი ბრეიკამდე უნდა მისულიყო, მაგრამ ჰუესლერმა მე-11 და მე-12 გეიმები მოიგო და საქმეც მოამთავრა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი