
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველი დღე საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა. გავიდა ქართული გოლიც…
ლივერპული-ვილიარეალი 4:3
0:1 მიქაუტაძე (4); 0:2 კარდონა (29); 1:2 მაკალისტერი (36); 2:2 არაუხო (45); 3:2 მაკალისტერი (65); 4:2 ვირცი (68); 4:3 ოლუვასეი (87)
ლივერპულმა ვილიარეალს ორბურთიანი ჩამორჩენა „ამოუქაჩა“ და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ანგარიში გიორგი მიქაუტაძემ მეოთე წუთზე გახსნა, როდესაც ვირჯილ ვან დაიკის შეცდომით ისარგებლა; 29-ე წუთზე ვილიარეალი კარდონას გოლით ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა; ტაიმის დამთავრებამდე ალექსის მაკალისტერმა სხვაობა შეამცირა, ხოლო რონალდ არაუხოს გოლით გუნდები შესვენებაზე თანაფარდობით გავიდნენ.
მეორე ტაიმში მაკალისტერმა დუბლი შეასრულა, ხოლო ფლორიან ვირცმა სხვაობა ორამდე გაზარდა; მატჩის მიწურულს ტანი ოლუვასეის გოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა…
მიქაუტაძეს, რომელიც მე-60 წუთზე შეცვალეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში სამ მატჩში ორი გოლი და საგოლე პასი აქვს.
ლივერპულში გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია. შესაბამისად, ქართული დერბი არ შედგა…
პარი სენ-ჟერმენი-ბარსელონა 4:2
1:0 დუე (38); 1:1 ესპარტი (55); 2:1 ლუკა ერნანდესი (72); 2:2 იამალი (79); 3:2 ვიტინია (81); 4:2 რუისი (86)
ტურის ცენტრალურ მატჩში პარი სენ-ჟერმენმა ბარსელონა დაამარცხა.
პირველ ტაიმში ერთი ბურთი გავიდა – 38-ე წუთზე დეზირე დუემ პსჟ დააწინაურა; შესვენების შემდეგ ბევრი გოლი გავიდა: ბარსამ ხავი ესპარტის გოლით გაათანაბრა; 72-ე წუთზე ლუკა ერნანდესმა ფრანგები ისევ წინ გაიყვანა; ლამინ იამალის გოლით ბარსამ მეორედ შესძლო გათანაბრება; შემდეგ პარიზელების დრო დადგა: ჯერ ვიტინიამ, შემდეგ კი ფაბიან რუისმა გუნდს გამარჯვება მოუტანეს.
ხვიჩა კვარაცხელიამ 59-ე წუთამდე ითამაშა. შეცვლის მიზეზი ტრავმაა, რომელიც ამ ეტაპზე სერიოზული ჩანს და, შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ ქართული დერბი არც მომდევნო ტურში შედგეს – პსჟ ვილიარეალს ესტუმრება.
სიტი-აეკი 5:1
1:0 ანდერსონი (11); 2:0 ფოდენი (34); 2:1 პილო (52); 3:1 შერკი (57); 4:1; 5:1 ფოდენი (65; 76)
მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში ათენის აეკი – 5:1.
ანგარიში ელიოტ ანდერსონმა გახსნა, რასაც ფილ ფოდენმა მეორე მიაყოლა; შესვენების შემდეგ აეკმაც გაიტანა და თითქოს თამაშში დარჩა. თუმცა, რაიან შერკისა და ფოდენის დუბლით ყველაფერი დამთავრდა.
შტუტგარტი-ატლეტიკო 1:1
1:0 ლეველინგი (40); 1:1 ალვარესი (60)
გერმანიაში შტუტგარტი და მადრიდის ატლეტიკო დაზავდნენ – 1:1.
გუნდებმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს: პირველში შტუტგარტი ჯეიმი ლეველინგის გოლით დაწინაურდა, რასაც მეორეში ხულიან ალვარესმა უპასუხა. შემდეგ ესპანელებს ფფეხბურთელიც გაუძევეს, მაგრამ დარჩენილ 25 წუთში გერმანელებმა ეს უპირატესობა გოლში ვერ ასახეს.
რომა-სლოვანი 4:0
1:0 ჰერმოსო (21); მოლინა (39); 3:0 პისილი (52); 4:0 მალენი (56პ)
მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე რომამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. იტალიელებმა შინ ბრატისლავის სლოვანი დაჩაგრეს.
ორ-ორი გოლი ტაიმში: ჰერმოსოსას და მოლინას შესვენების შემდეგ მხარი პისილმა და მალენმა აუბეს.
პორტუ-პსვ 0:1
0:1 ტილი (57)
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა პსვ-მ, რომელმაც სტუმრად გუუს ტილის გოლით აჯობა მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ პორტუ სამი ტურის შემდეგ უქულოდაა.
ნაპოლი-ბოდო გლიმდტი 4:3
1:0 პოლიტანო (1); 1:1 ჰაუგე (27); 2:1 მაკტომინეი (41); 2:2 ჰაიმერსენი (62); 3:2 მაკტომინეი (75); 4:2 ბიორტოფტი (88სკ); 4:ე ფეტი (90)
ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ უმნიშვნელოვანესი ქულები მოიპოვა „ნაპოლიმ“, რომელმაც შინ ბოდო გლიმტი 4:3 დაამარცხა.
გასული სეზონის აღმოჩენამ ორჯერ გაუთანაბრა მეტოქეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხა.
ფენერბაჰჩე-სლავია 2:2
1:0 აიდინი (4), 2:0 გრინვუდი (11), 2:1 პროვოდი (15), 2:2 კაცორი (90)
ფენერბაჰჩე 11 წუთში ორი ბურთით უგებდა სლავიას, მაგრამ ბოლოს ფრეს დასჯერდა.
ჩეხებმა ჯერ პირველ ტაიმში გაათანაბრეს, ხოლო მატჩის ბოლო წუთზე შინ ქულა წაიღეს.
საბაჰი-დორტმუნდი 1:2
0:1 გირასი (10), 1:1 მაკარტი (39), 1:2 გირასი (53)
საბაჰმა დიდი ბრძოლა გაუმართა დორტმუნდს, მაგრამ მაინც დამარცხდა.
დორტმუნდელებს გამარჯვება სერჰუ გირასმა მოუტანა, ვინაც დუბლი შეასრულა. მის გოლებს შორის მაკარტიმ ერთი კი გაიტანა, მაგრამ საბაჰისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
იხილე მეტი
-
ლეგიონერები
/ 12 საათის agoკვარა: ჩემი ხალხისთვის უფრო ძლიერი დავბრუნდები
გააზიარეთსაქართველოს ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ვარსკვლავმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მძიმე ტრავმასთან დაკავშირებით მიმართვა ინსტაგრამზე გაავრცელა....
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
კალათბურთი
/ 12 საათის agoმამუკელაშვილს საუკეთესო მეექვსეს უწინასწარმეტყველებენ
გააზიარეთ22 ოქტომბერს, გამთენიისას, სანდრო მამუკელაშვილი ლოს ანჯელეს ლეიკერსის მაისურით პირველ ოფიციალურ მატჩს ითამაშებს. კალიფორნიული...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი -
ჩოგბურთი
/ 13 საათის agoბასილაშვილი ყაზახეთში ახალგაზრდობას იხსენებს
გააზიარეთყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიმდინარე ჩოგბურთელთა ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ფაკუნდო დიაზ აკოსტას 6:2; 6:4...
ავტორი მიხეილ მაღლაკელი