გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გოჩოლეიშვილს წასვლის უფლება არ მისცეს – შახტარმა ტრანსფერი ჩაშალა!

გააზიარეთ

უკრაინულმა გრანდმა შახტარმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირა ქართველი ფეხბურთელების მომავალთან დაკავშირებით  – გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი ამ ეტაპზე სხვა კლუბებში არ გაიყიდებიან.

Geo Team-ის ინფორმაციით, კლუბის მთავარი მწვრთნელი, არდა თურანი პირადად ესაუბრა ორივე მოთამაშეს და განუცხადა, რომ ისინი მის ტაქტიკურ გეგმებში მნიშვნელოვანი როლით არიან გათვალისწინებული.

სენტ-ეტიენმა გოჩოლეიშვილის ტრანსფერისთვის დონეცკელებს 3 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა შახტარმა წინადადება პირდაპირ უარით დაბლოკა.

კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის განიხილოს მხოლოდ ის შეთავაზებები, რომლებიც 10 მილიონ ევროს აღემატება – ეს მოთხოვნა ორივე ქართველს ეხება.

ირაკლი აზაროვს შახტართან მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გიორგი გოჩოლეიშვილს კი 2027 წლის ბოლომდე, რაც კლუბს დამატებით ბერკეტს აძლევს მათ პოზიციების დასაცავად.

 

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

სექტემბერი 2026
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები