გამოგვიწერეთ

საქართველოს თასი

საქართველოს თასი: დინამო დამარცხდა, მერვედფინალში სამტრედია და ოდიში არიან

გააზიარეთ

დღეს, 19 ივლისს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16 ფინალის რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართა, სადაც სენსაციებიც დაფიქსირდა.

სენსაციური გამარჯვება სამტრედიიდან

პირველ თამაშში ეროვნული ლიგა 2-ის კლუბმა სამტრედიამ ეროვნულ ლიგაში მოთამაშე დინამო თბილისს უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ერიკ ბარიოსმა გაიტანა. მერვედფინალში სამტრედიას მეტოქე მესამე ლიგის წარმომადგენელი ზუგდიდის ოდიში იქნება.

გადამწყვეტი ჰეთ თრიკი და რვაგოლიანი გამარჯვება

მეორე შეხვედრაში მარტვილის მერანმა, რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს, რეგიონული ლიგის კლუბი – იუჯი 35 სტუმრად 8:2 დაამარცხა. ჰეთ თრიკით გამოირჩა ჯავოხირ ესონკულოვი, ხოლო დანარჩენი გოლები ბაქარ ლაღაძის, დავით ბოლოთაშვილის, დავით ხორავას, ლუკა ბეგალიშვილისა და ჯუმბერ ხმელიძის ანგარიშზეა.

დრამა კასპში – გამარჯვება ოდიშმა მოიპოვა

კასპში გამართული მატჩი ახალციხის სამცხესა და ზუგდიდის ოდიშს შორის დაძაბული გამოდგა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 41 წლის შოთა ლომიამ 77-ე წუთზე პენალტიდან გაიტანა. შეხვედრის ბოლოს, 91-ე წუთზე, სამცხეს გათანაბრების შანსი ჰქონდა, თუმცა ლუკა სოსიაშვილმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ცნობისთვის, სამცხე რეგიონულ ლიგაში ასპარეზობს და “ბ” ჯგუფში პირველ ადგილზე არიან, ხოლო ოდიში მესამე ლიგაში მეორე ადგილზეა.

დომინაცია მარნეულში

მარნეულში კი მესამე ლიგის ლიდერმა სართიჭალის შტურმმა მეოთხე ლიგის მარნეულის ალგეთი 8:0 გაანადგურა. დუბლი გიორგი ომარაშვილმა და ირაკლი ლექვთაძემ გაიფორმეს, გოლები ასევე გაიტანეს თორნიკე კურტანიძემ, ნიკა ტალახაძემ, გიორგი ფერაძემ და გიგა გულდედავამ.

დღეს, მერვედფიანლისტების მხოლოდ ერთი წყვილი გაირკვა, ოდიში 1919 26 ივლისს, სამტრედიას უმპასპინძლებს, დანარჩენი მერვედფინალისტების წყვილები ხვალ გაირკვევა.

1/16 ფინალის დარჩენილი ექვსი შეხვედრა ხვალ, 20 ივლისს გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად საქართველოს თასი