გამოგვიწერეთ

ნაკრები

გურამ კაშია: წარმატების გამეორება შესაძლებელია

გააზიარეთ

2 ივნისს, საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რომელიც ბოლო იქნება გურამ კაშიასთვის. ნაკრების უკვე ყოფილი კაპიტანი ეროვნულ გუნდში მაისურს 129-ედ მოირგებს. კაშიამ მატჩის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გურამ კაშია:

„შეგუებული ვარ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო…

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან დიდი პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანია. მისი ხელმძღვანელობით ნაკრებს ძლიერი ლიდერი და კაპიტანი ეყოლება. ხვიჩაას საფეხბურთო თვისებებზე საუბარიც კი ზედმეტია – ის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია. თავადაც უნდა გააცნობიეროს, რამდენად დიდი ფეხბურთელია და ყველამ უნდა ვიამაყოთ იმით, რომ ის ქართველია…

იმ პერიოდიდან, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას…

ბოლო ერთი წელი ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ დიდი წარმატებების შემდეგ გარკვეული წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივი პროცესია. მოვიდა თაობა, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, მაგრამ ამისთვის მეტი გამოცდილება სჭირდება. გუნდი სწორედ ამ გამოცდილების დაგროვების პროცესშია. ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ სრულიად სხვა სახეს მიიღებს…

ნაკრები ახალ ეტაპს დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია“.

საქართველო-რუმინეთის მატჩი 2 ივნისს, მიხეილ მესხის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები