გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

ზურიკო დავითაშვილის მსურველებს რენიც შეემატა

გააზიარეთ

ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, სენტ ეტიენთან ერთად ელიტაში ერ აღზევდა, მაგრამ რაც გუნდმა ვერ შეძლო, იმის გაკეთება ქართველ ფეხბურთელს შეუძლია.

თუ ფრანგულ მედიას ვენდობით, დავითაშვილის გადაბირებით რენია დაინტერესებული. გუნდი, რომელმაც ლიგა 1 მეექვსე ადგილზე დაასრულა და ევროპალიგის საგზური მოიპოვა.

აი, რას წერს ფრანგული მედია:

„მომდევნო სეზონში სენტ ეტიენი ლიგა 1-ში არ ითამაშებს და ზაფხულში რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან განშორება მოუწევს. ერთი-ერთი მათგანი ზურიკო დავითაშვილია.

ქართველი მსურველი კლუბების ნაკლებობას არ განიცდის. ამასთან მთხოვნელები უმაღლეს დონეზე გამოდიან. მათ ბოლოს რენი შეემატა. ინფორმაციას ბრეტანელი ინსაიდერი ჯონათანი ავრცელებს.

ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულ დავითაშვილს აქვს ის ღირსება და შესაძლებლობა, რომ ელიტურ დივიზიონში რენთან ერთად წარმატებას მიაღწიოს. არც რენ გაუჭირდება სენტ ეტიენი ფინანსურად დააინტერესოს.

კლუბებს შორის მოლაპარაკებები უნდა დაჩქარდეს, რადგან რენს ევროპალიგაზე აქვს სათამაშო“.

დავითაშვილი სენტ ეტიენში ბორდოდან 2024 წელს გადავიდა. „მწვანეებმა“ ჩვენებურში ექვსი მილიონი ევრო გადაიხადეს და ახლა გაყიდვას 15 მილიონად უპირებენ. დავითაშვილს კლუბთან ხელშეკრულება 2028 წლამდე აქვს.

დავითაშვილისადმი ინტერესს ასევე იჩენენ ფრანგული ლილი და მონაკო, ინგლისური ევერტონი, გერმანული ჰოფენჰაიმი, პორტუგალიური ბენფიკა, თურქული ბეშიქთაში და ბერძნული ოლიმპიაკოსი.

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ლეგიონერები