გამოგვიწერეთ

ნაკრები

ვილი სანიოლი: რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა

გააზიარეთ

2 ივნისს, საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩის წინა დღეს ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა.

საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, მედიის კითხვებს უპასუხა.

ვილი სანიოლი:

„როგორც პირველ, ისე მეორე მატჩში საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გვაკლია. სამწუხაროდ, ეს ივნისის სანაკრებო პაუზისთვის დამახასიათებელი სიტუაციაა. ამავდროულად, ეს კარგი შესაძლებლობაა სხვა ფეხბურთელებისთვის, ითამაშონ და მეტი სათამაშო დრო მიიღონ, რადგან თუ ნაკრებში რეგულარულად არ თამაშობ, პროგრესირება რთულია…

მომდევნო ორი მატჩი მეტოქისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება. შეხვედრა რთული იქნება, რადგან რუმინეთი საფეხბურთო ქვეყანაა და ნამდვილი საფეხბურთო ერია…

მინდა მადლობა გადავუხადო გურამ კაშიას, რომელიც რუმინეთთან ბოლო სანაკრებო მატჩს ითამაშებს. განსაკუთრებით იმ რჩევებისა და გამოცდილებისთვის, რომელსაც ახალ თაობას გადასცემს. წლების განმავლობაში გურამთან მუშაობის პატივი მქონდა. როგორც მწვრთნელმა და კაპიტანმა, ერთად ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. გვქონდა არაერთი გულწრფელი საუბარი იმის შესახებ, როგორ უნდა მოვემზადოთ, როგორ ვითამაშოთ და როგორ გავუმკლავდეთ სხვადასხვა სიტუაციას. გულწრფელად ვუსურვებ ყველა მწვრთნელს მსოფლიოში, ჰყავდეს ისეთი კაპიტანი, როგორიც გურამი იყო თავისი გუნდისთვის“.

საქართველო-რუმინეთის მატჩი 2 ივნისს, მიხეილ მესხის სტადიონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ნაკრები