გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

დაბრუნება ბულონის ტყეში

გააზიარეთ

სამეფო სპორტის მოყვარულებს წინ დიდი სანახაობა ელის. სულ მალე, მისი უდიდებულესობა, საფრანგეთის ღია პირველობა აიღებს სტარტს. მანამდე კი როლან გაროსის კორტები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით იყო დახუნძლული, სადაც ჩვენებური ნიკოლოზ ბასილაშვილიც მონაწილეობდა.

იყო დრო, ქართველი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირებზე თამაშს პირდაპირ ძირითადი ბადიდან იწყებდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო ბასილაშვილს საკმაო ხანი გაუცდა. იქეთ ყოფითი პრობლემები, აქეთ ტრავმა და ოპერაცია მაჯაზე, რამაც რეიტინგშიც საგრძნობი დაქვეითება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, ქართველ მეჩოგნეს, არა მხოლოდ მეიჯორებზე, არამედ გაცილებით დაბალი რანგის ტურნირებზეც ხშირად საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა უწევს.

ასეა თუ ისე, 2022 წლის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეშია. ჩვენებურმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მიჯრით სამი მატჩი მოიგო. ნიშანდობლივია, რომ ბასილაშვილს ყველა ჯერზე მასპინძელი მეტოქეების დამარცხება მოუხდა. ჯერ გიჯ ბრაუერს, შემდეგ ვალენტინ ვაჩეროს, ხოლო მთავარ ბადეში გადასასვლელ ფინალში ჯეფრი ბლანკანოს აჯობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბასილაშვილმა სამივე დაპირისპირება სეტწაუგებლად მოიგო.

მოკლედ, ზუსტად სამი წლის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბულონის ტყეში ელიტას უბრუნდება.

 

რეკლამა

იხილე მეტი

აპრილი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი