გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

ნიკოლოზ ბასილაშვილის ფრანგული ფინალი

გააზიარეთ

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში დასრულებული ჩელენჯერის ტურნირი მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა ნიკოლოზ ბასილაშვილისვის. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც არც ისე შორეულ წარსულში მსოფლიო რეიტინგის ოცეულში შედიოდა, ოთხი მატჩი მიჯრით მოიგო და ფინალამდე გააღწია.

ჩვენებური მეჩოგნის პირველი მსხვერპლი საკმაოდ გამოცდილი ესპანელი ალბერტ რამოს-ვინოლასი გამოდგა (6:2, 6:2), შემდეგ მასპინძელი კვენტინ ჰალისი ორ სეტში (7:6, 7:6) დაიბრიყვა, მეოთხედფინალში იაპონური წარმოშობის ამერიკელ ჩოგბურთელ ბრენდონ ნაკაშიმას დაძაბულ დაპირისპირებაში სამ სეტში (6:2, 6:7, 6:3) აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ნიდერლანდელი ტელონ გრიქსპურის ბარიერი დაძლია.

ფინალურ დაპირისპირებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის პირისპირ, ბადის მეორე მხარეს, ფრანგი ჯოვანი პარიკარი დადგა. 21 წლის მასპინძელმა მეჩოგნემ, რომელიც ამჟამად კლასიფიკაციის 32-ე ნომერია ბასილაშვილს დრამატულ თრილერში (6:3, 6:7, 7:) აჯობა და ბორდოს ჩელენჯერის საჩემპიონო ჯილდოსაც დაეუფლა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი