გამოგვიწერეთ

ჩოგბურთი

საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის ფინალშია

გააზიარეთ

საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის, Mziuri cup-ის, ფინალშია.

თბილისის მზიურის საჩოგბურთო კომპლექსი ჩელენჯერის სერიის 50-ქულიან ტურნირს მასპინძლობს, რომელზეც ქართველი ჩოგბურთელი წარმატებით ასპარეზობს. 23 წლის საბა ფურცელაძემ დღეს ნახევარფინალურ შეხვედრაში აშშ-ს წარმომადგენელი მარტინ დამი 7:5;6:7;7:6 დაამარცხა და ფინალში გავიდა. ქართველ ჩოგბურთელს 24 ეისი, 4/2 ბრეიქი და 7 ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ფინალში საბას მეტოქე იტალიელი ფედერიკო ჩინა იქნება, რომელიც ATP-ის კლასიფიკაციაში 323-ე ადგილს იკავებს. ფურცელაძე, ამ მომენტისთვის, 283-ე ჩოგანია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ჩოგბურთი