გამოგვიწერეთ

ფეხბურთი

დავიდ ალაბა და რეალი სრულდება

გააზიარეთ

დავიდ ალაბას მადრიდული ეპოპეა დასასრულს უახლოვდება. 33 წლის ავსტრიელი მცველი მადრიდის რეალს ამ სეზონის მიწურულს დატოვებს.

მართალია, მისი კარიერა სამეფო კლუბში ისე ხეირიანად ვერ წარიმართა, როგორც ვარაუდობდნენ და რა ავანსებიც იყო გაცემული, თუმცა ამაში ალაბა დამნაშავე ნამდვილად არ უნდა მივიჩნიოთ. ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელმა 2023 წელს უმძიმესი ტრავმა მიიღო, ჯვარედინი იოგები დაიზიანა და 60 მატჩის გამოტოვება მოუხდა.

დავიდ ალაბა რეალში 2021 წელს მიუნხენის ბაიერნიდან გადავიდა და ვიდრე ტრავმას მიიღებდა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაც გახლდათ. ის რომ რეალმა ბოლო პერიოდში ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა ორ-ორჯერ მოიგო ალაბას წვლილიც არცთუ უმნიშვნელოა.

დავიდ ალაბას ანაზღაურება რეალში 22 მილიონი ევროა და გასულ სეზონში ის მოედანზე მხოლოდ 14-ჯერ გამოჩნდა. გამოცდილი ავსტრიელი მცველის საბაზრო ღირებულება ამჟამად 6 მილიონი ევროა, თუმცა ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ფეხბურთი