გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

პსჟ-ს ორი ლიდერის ტრავმა – თავსატეხი ენრიკეს

გააზიარეთ

არახალი ამბავია, რომ ხანდახან სანაკრებო პაუზებიდან ფეხბურთელები კლუბებს ტრავმირებულები უბრუნდებიან, გამონაკლისი კი არც სექტემბრის სანაკრებო ფანჯარა იყო.

როგორც ირკვევა, პსჟ-ს ორი წამყვანი ფეხბურთელი, უსმან დემბელე და დეზირე დუე დაშავდნენ, რის გამოც პარიზელებს უახლოეს პერიოდში ვერ დაეხმარებიან.

საბედნიეროდ, დეზირეს ტრავმა სერიოზული არაა, არის შანსი, რომ მან 17 სექტემბერს კატალონიის ბარსელონას წინააღმდეგ მოედანზე გამოსვლა შეძლოს, ხოლო დემბელეს შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან ის ტრავმის გამო მინიმუმ ექვს კვირას გამოტოვებს.

თავის მხრივ, ეს შანსია ხვიჩა კვარაცხელიასთვის, რომლისთვისაც ახალი სეზონი კლუბში არც თუ ისე სახარბიელოდ დაიწყო.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები