გამოგვიწერეთ

ნაკრები

“ვზეიმობთ, მაგრამ აქვე დაივიწყეთ” – სვანაძის ემოციური მიმართვა

გააზიარეთ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი პოლონეთის წინააღმდეგ დამაჯერებლად ჩაატარა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.

მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ, თავის შეგირდებს მოტივაციური სიტყვებით გასახდელში მიმართა.

“ჩვენი არჩევანია – ან ამ მოგებით ვამთავრებთ ყველაფერს ან პირიქით, ვუმატებთ და ვუმატებთ, ისე როგორც ეკადრება გუნდს, რომელსაც პრეტენზია აქვს უფრო მეტ რაღაცაზე, ვიდრე თუნდაც ერთი თამაშის მოგებაა.

ეს უკვე წარსულია, მორჩა. არა ხვალიდან, დღეიდან დაიწყეთ მზადება საფრანგეთისთვის. წყნარად, მშვიდად ვზეიმობთ, რა თქმა უნდა, მაგრამ აქვე დაივიწყეთ ეს ყველაფერი, რადგან ურთულესი თამაშია და ყველაზე კარგი რაც არის, როგორც ყოველთვის, ჩვენ დამოკიდებული ვართ ჩვენს თავზე.

გილოცავთ, ჯიგრები ხართ და მადლობა ყველას.”

საქართველო შემდეგ მატჩს 14 ივნისს საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. გუნდის მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და სვანაძის სიტყვებიდანაც აშკარაა, რომ ფეხბურთელები წარმატების მიღწევაზე მეტად დიდ მიზნებზე ფიქრობენ.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ნაკრები