გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

დავითაშვილის მწვანე შუქი – ტრანსფერი ახლოვდება?

გააზიარეთ

სენტ-ეტიენში ზურიკო დავითაშვილის მომავალი რომ მყარი არაა, ამას უამრავი სპორტული გამოცემა მოწმობს, თუმცა, ჯერჯერობით, ქართველი ფეხბურთელი კვლავ მწვანეებისთვის ირჯება.

თურქული გამოცემა Sözcü იტყობინება, რომ ბეშიქთაში დავითაშვილს არ ეშვება – ზურიკო სტამბოლელების თავკაცის, სერგენ იალჩინის რჩეულია და მისი გადაბირება აუცილებლად სურს.

საინტერესოა, რომ წყაროს ცნობით, ბეშიქთაშში გადასვლაზე თანახმაა თავად ფეხბურთელიც, მოლაპარაკებების პროცესში უშუალოდ ჩართვას კი ბეშიქთაშის პრეზიდენტი, სერდალ ადალიც აპირებს.

ლიგა 2-ის წლევანდელ სეზონში ზურიკოს ანგარიშზე რვა მატჩში ოთხი გოლია.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

რეკლამა

იხილე მეტი

ოქტომბერი 2025
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ლეგიონერები