გამოგვიწერეთ

ნაკრები

დავითაშვილი: მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებთ

გააზიარეთ

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურიკო დავითაშვილმა, ბულგარეთთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრა.

ფეხბურთელის თქმით, მცირე დროში სრული აღდგენა ყოველთვის გამოწვევაა, თუმცა გუნდმა შეძლო ამაში წარმატების მიღწევა და ახლა სრული მზადყოფნით ხვდება მომდევნო თამაშს:

„როცა მატჩებს შორის მხოლოდ რამდენიმე დღეა, ძალების აღდგენა მარტივი არ არის, მაგრამ შევძელით და ახლა 100%-ით მზად ვართ, რომ კარგი შედეგი დავაფიქსიროთ. თურქეთთან სწრაფად გაშვებულმა გოლმა თამაშის მიმდინარეობა მთლიანად შეცვალა, თუმცა ასეთია ფეხბურთი. მთავარია, ბულგარეთთან მსგავს შეცდომას აღარ დავუშვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ,“ – განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ბულგარეთს უმასპინძლებს. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ნაკრები