გამოგვიწერეთ

ტრანსფერები

დემბელეს მოთხოვნა პსჟ-ს – პარიზელები უარზე არიან

გააზიარეთ

უსმან დემბელე პსჟ-ს მთავარ ვარსკვლავად ჩამოყალიბდა, სულ ცოტა ხნის წინ კი ოქროს ბურთიც დაიმსახურა, რითიც მისი სტატუსი კიდევ უფრო გაიზარდა.

ფრანგული მედია იტყობინება, რომ ბოლოდროინდელი წარმატებიდან გამომდინარე, დემბელე, რომელიც ისედაც გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, ხელფასის კიდევ უფრო გაზრდას ითხოვს.

როგორც ირკვევა, დემბელეს გარემოცვა თვლის, რომ სწორედ უსმანია პსჟ-ს წარმატების მთავარი შემოქმედი, რის გამოც დაფასებას და ხელფასის გაზრდას იმსახურებს.

რაც შეეხება პსჟ-ს პოზიციას, ხელმძღვანელობა ნამდვილად აფასებს დემბელეს ამაგს, თუმცა, ჯერჯერობით, ხელფასის გაზრდაზე უარზე არიან.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  

იხილეთ სრულად ტრანსფერები