გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

დიდი ფინალის დღე – ერთი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონობამდე

გააზიარეთ

დღეს, ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონი გახდეს. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში პსჟ ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდება.  ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჩემპიონები ერთმანეთს  მეტლაიფ სთედიუმზე, თბილისის დროით, 23:00 საათზე შეხვდებიან.

ჩელსიმ ფინალამდე ექვსიდან ხუთი მატჩი მოიგო. “არისტოკრატები” მხოლოდ  ბრაზილიურ  ფლამენგოსთან დამარცხდენ 1:3. ჩელსის ტრავმის შემდეგ მოიზეს კაისედო უბრუნდება, თუმცა, რამდენიმე მოთამაშეს ტრავმები კვლავ აწუხებთ, ბადიაშილესა და მადუეკეს თამაში საეჭვოა.

პსჟ-მაც ჯგუფში ერთი წააგო, ასევე ბრაზილიურ გუნდთან ბოტაფოგოსთან (0:1), თუმცა პლეი-ოფში მაგრად ითამაშა – ინტერ მაიამისთან 4:0, მიუნხენის ბაიერნთან 2:0 და მადრიდის რეალთან 4:0. პლეი-ოფში გუნდს გოლი არ გაუშვია.

პსჟ-ს შემადგენლობა უცვლელი უნდა იყოს, დისკვალიფიცირებულ პაჩოს ისევ ბერალდო შეცვლის და დემბელე კვლავ ძირითადში იქნება.

„პარიზიენი“ აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას ბოლო მატჩში დაღლა დაეტყო, მაგრამ ასე ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი კვლავ ძირითადში და მარცხენა ფლანგზე იქნება.

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ შეხვედრას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრება და ისიც აღნიშნა, რომ ტურნირი ძალიან წარმატებული იყო: „ტურნირზე ორ მილიარდ დოლარზე მეტი გამოვიმუშავეთ, საშუალოდ 31 მილიონი თითოეულ მატჩზე. ვერცერთი ტურნირი ამ მხრივ საკლუბო მუნდიალთან ახლოსაც ვერ მივა“, – აღნიშნა მსოფლიო ფეხბურთის თავკაცმა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები