გამოგვიწერეთ

ლეგიონერები

გახდება სპორტინგი საქართველოს ნაკრების ფილიალი?

გააზიარეთ

გავრცელებული ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილისადმი ინტერესს პორტუგალიის ჩემპიონი, ლისაბონის სპორტინგი იჩენს. კლუბი, რომელმაც ამ სეზონის დასაწყისისთვის უკვე შეიძინა გიორგი ქოჩორაშვილი. ჩნდება შანსი, რომ ეს ფეხბურთელები საქართველოს ნაკრების შემდეგ, კლუბშიც ერთად ვიხილოთ.

პორტუგალიური მედიის ცნობით, სპორტინგი 24 წლის ქართველი შემტევის ტრანსფერით დაინტერესებულია. ახლა ჯერი სენტ ეტიენზეა, რომელიც ჩვენებურს 15 მილიონ ევროდ აფასებს. დაინტერესებულ მხარეს კი, ამხელა ფასის გადახდა არ სურს და მის შემცირებას ცდილობს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია. სენტ ეტიენმა დავითაშვილი ბორდოდან, შარშან, 6 მილიონ ევროდ შეიძინა. სავარაუდოდ, ცოტა ფასიც რომ დააკლოს, მაინც მოგებული დარჩება.

თავის მხრივ, ზურიკო მაისურის ფერს არ შეიცვლის და ისევ მწვანე ფორმით შეუტევს. შესაძლოა, ეს ჩემპიონთა ლიგაშიც კი მოხდეს, რაც ჩვენებურისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.

დავითაშვილს, სენტ ეტიენთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკომ 33 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა, ხოლო რვაჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

მაისი 2026
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

იხილეთ სრულად ლეგიონერები