გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

დიეგო ლონგო: მეტი ყურადღება და კონცენტრაცია გვმართებს

გააზიარეთ

ხვალ, კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში  გორის დილა ლუქსემბურგის რასინგს უმასპინძლებს. პირველი მატჩი გორელებმა სტუმრად 2:1 მოიგეს და საშინაო მატჩს მინიმალური უპირატესობით ხვდებიან.

დღეს, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გორელთა იტალიელმა დამრიგებელმა დიეგო ლონგომ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

“შედეგის მხრივ ლუქსემბურგული მატჩით კმაყოფილი ვარ. მოწინააღმდეგე საკმაოდ ორგანიზებული გუნდია.   რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ საბოლოოდ  ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი დაფიქსირდა. წინა  მატჩში  ფეხბურთელებს გარკვეული წნეხი ჰქონდათ. საშინაო მატჩში მეტი ყურადღება და კონცენტრაცია გვმართებს, რათა მეტად ხარისხიანი  და შედეგიანი თამაში ვაჩვენოთ. მოწინააღმდეგე გასვლაზე დავამარცხეთ, რაც დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს მატჩები ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილებაა და ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ გავიზარდოთ და კლუბი ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ.” – თქვა ლონგომ.

დილასა და რასინგის მატჩი ხვალ, თბილისის დროით, 20:00-ზე გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივნისი 2026
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  

იხილეთ სრულად ევროტურნირები