გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

დინამომ მონდორფი სტანდარტებით დაამარცხა

გააზიარეთ

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამო ლუქსემბურგში მონდორფს ესტუმრა და 2:1 მოუგო.

თემურ ქეცბაიას შეგირდები დასაწყისში უკეთ გამოიყურებოდნენ: უკვე მეორე წუთზე ნიკა ნინუამ კუთხური მოაწოდა და ალგასიმე ბამ თავით შეაგდო. მე-19 წუთზე კიდევ ერთი კუთხური და ნინუას ჩაწოდებულს თავი ამჯერად მათე ვაწაძემ შეაგება.

დინამო კომფორტული სხვაობით იგებდა და დაცვას მეტი ყურადღება დაუთმო. თუმცა, იყო მომენტები, სადაც ლუქსემბურგელებს გოლის გატანა მართებდათ. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ეს ვერ მოახერხეს, მაგრამ მეორეში გიორგი ლორიას ცუდად მოგერიებული ბურთი მონდორფელთა შემტევმა ცარიელ კარში გაიტანა.

მატჩის დასრულებამდე 20 წუთი იყო დარჩენილი და მასპინძლებმა გასათანაბრებლად გაიწიეს. ჰქონდათ კიდეც მომენტები, მაგრამ ვერ გამოიყენეს და დინამო შინ გამარჯვებით ბრუნდება.

საპასუხო მატჩი 16 ივლისს მიხეილ მესხზე გაიმართება.

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები