გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

დილამ მეორე ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

გააზიარეთ

კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გორის დილამ პირველ მატჩში სან მარინოს ვირტუსს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

“თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე სტუმრები ბენიკასას გოლით მესამე წუთზე დაწინაურდნენ. თუმცა, მე-14 წუთისთვის წინ შიდაქართლელები იყვნენ: ჯერ შოთა შეყილაძემ გაიტანა, ხოლო შემდეგ ბლანკოს ანოფმა და გულშემატკივარი მალევე დამშვიდდა. ერთია, ეს ანგარიში ორი მატჩის ჯამში დამშვიდების უფლებას არ იძლეოდა.

მეორე ტაიმში შეყილაძემ გოლს საგოლე პასიც დაურთო და მუჰამადე კანტეს გაატანინა. ორბურთიანი უპირატესობა უკვე მშვენიერი ჰანდიკაპია.

ვირტუსისა და დილას საპასუხო მატჩი 16 ივლისს გაიმართება.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

აგვისტო 2026
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  

იხილეთ სრულად ევროტურნირები