გამოგვიწერეთ

ევროტურნირები

,არ გაქვს უფლება, ზურგი აქციო იმ ხალხს, ვინც გუნდის გამო ასობით კილომეტრი გამოიარა

გააზიარეთ

ქუთაისის ტორპედოს ფანკლუბი ,,ჯუნგლები” განცხადებას ავრცელებს, სადაც გუნდის მთავარ მწვრთნელ დირკ შუსტერს აკრიტიკებს.

,,წელიწად-ნახევრის წინ, როცა დირკ შუსტერის „ტორპედოში“ მოსვლა რეალური გახდა, ალბათ თითოეულ ჩვენგანს იმედი ჩაგვესახა. გვეგონა, გერმანული დისციპლინა, ხასიათი, შემტევი ფეხბურთი და გამარჯვებულის მენტალიტეტი დაბრუნდებოდა ქუთაისში. გვჯეროდა, რომ იწყებოდა ახალი ეპოქა.

თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა.
თავიდან მისი მოსვლის პროცესი გაიწელა, გუნდთან სრულფასოვანი შეკრება ვერ გაიარა და სეზონი კატასტროფულად დაიწყო. 5 ტურის შემდეგ 4 მარცხი და ბოლო, მე-10 ადგილი. იმ დროს ვაცნობიერებდით, რომ გუნდი მისი მოთხოვნებით არ იყო დაკომპლექტებული და გვჯეროდა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა.

სატრანსფერო ფანჯარაზე ფეხბურთელები მოვიდნენ და სეზონის დასკვნით ეტაპზე გუნდი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ბევრი გოლი გაჰქონდა, იყო სანახაობრივი გამარჯვებები და პირველად გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ „ტორპედო“ დაცვითი ფეხბურთიდან შემტევ ფეხბურთზე გადადიოდა..

შემდეგ მოვიდა ახალი სეზონი.
შუსტერმა უკვე სრულფასოვანი შეკრება გაიარა. პრესკონფერენციაზეც თავად თქვა, რომ ყველაფრით კმაყოფილი იყო და პირველივე ტურებიდან ისეთ „ტორპედოს“ ვნახავდით, როგორსაც ყველა ველოდით.
და რა ვნახეთ?
ზუსტად იგივე, რაც ერთი წლის წინ. 5 ტურის შემდეგ ისევ ბოლო მე-10 ადგილი და საშინელი ანტი ფეხბურთი!!!

შემდეგ იყო 11-მატჩიანი წაუგებელი სერია, მაგრამ რეალურად ამ სერიაშიც ნახევარზე მეტი ქულა გავანიავეთ. 5 ფრე, 10 დაკარგული ქულა… მერე ზედიზედ 3 მარცხი და 1 ფრე. ბოლო ოთხ შეხვედრაში დაკარგული 11 ქულა და ლიდერთან ჩამორჩენა უკვე 7 ქულამდე გაიზარდა!!!

შემდეგ მოვიდა სუპერთასი.
1/2 ფინალში მოვუგეთ „გორს“ სადაც მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა და ფინალში „იბერიასთანაც“ 2:0-ს ვიგებდით. საწყის წუთებში თამაში მთლიანად ჩვენს ხელში იყო. მაგრამ სწორედ იმ დროს, როცა მეტოქე კიდე უფრო უნდა გაგვეტეხა შუსტერმა მთელი გუნდი საკუთარი საჯარიმოში ჩააყენა. შეტევა კი არა, მოედნის ცენტრის გადაკვეთის უფლებაც აღარავის მისცა, სრულიად უაზროდ გაანიავა ორბურთიანი უპირატესობა და თამაში იქამდე მიიყვანა, რომ ყველაფერს საფეხბურთო ლატარია წყვეტდა. რომ არა მეტოქის წითელი ბარათი, პენალტებამდე მისვლაც კი წარმოუდგენელი ჩანდა..
ეს თასი პირადად ბიჭებმა მოიგეს!!!
ბრძოლით, ხასიათით, გულით..
და არა მწვრთნელის გამბედაობით!!!

შემდეგ იყო კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი თამაში სტუმრად აზერბაიჯანულ „ზირასთან“.

ყველამ ვიცოდით, რომ ძლიერი მეტოქე იყო. არავინ ამბობდა, რომ ფავორიტები ვიყავით. მაგრამ ერთი რამის ყველას გვჯეროდა, რო ღირსეულად ბრძოლა მაინც შეიძლებოდა.
90 წუთის განმავლობაში „ტორპედომ“ პრაქტიკულად ვერაფერი შექმნა. ერთი რეალური მომენტი და მეტი არაფერი. დანარჩენი დრო „ზირა“ რასაც უნდოდა, იმას აკეთებდა. 3:0 საბოლოო ანგარიში იყო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ბევრად უფრო დიდი სხვაობით წაგებაც შეიძლებოდა..
მაგრამ სამარცხვინო თამაში არც მოედანზე დასრულებულა.
ის დაიწყო საფინალო სასტვენის შემდეგ.

ფეხბურთელები მადლობის გადასახდელად მოვიდნენ ჩვენს ტრიბუნასთან. მოვიდნენ იმ ხალხთან, რომელმაც ასობით კილომეტრი გაიარა, დახარჯა ფული, დრო და ენერგია, რომ გუნდის გვერდით მდგარიყო.
და ამ დროს შუსტერი და მისი ასისტენტი საშა…
ღიმილიანი სახეებით პირდაპირ გასახდელისკენ წავიდნენ… )))
არც მადლობა.
არც ბოდიში.
არც ერთი სიტყვა.
საერთოდ არაფერი.
სწორედ ეს იყო ყველაზე დიდი უპატივცემულობა ჩვენს მიმართ რამაც გამოიწვია თითოეული ჩვენგანის გაღიზიანება და მათ მიმართ შეურაცმყოფელი სიტყვები..
იმიტომ, რომ ჩვენ შედეგზე მეტად დამოკიდებულებას ვაფასებთ.
შეიძლება წააგო.
შეიძლება 3:0 წააგო.
შეიძლება საერთოდ გავარდე.
მაგრამ არასდროს გაქვს უფლება, ზურგი აქციო იმ ხალხს, ვინც გუნდის გამო ასობით კილომეტრი გამოიარა!

და მერე გვესმის პრესკონფერენციაზე შუსტერისგან ფრაზა:
„ნამდვილი ფანები ასე არ იქცევიან.“

და აქ ჩვენ გვაქვს კითხვა, როგორ იქცევიან ნამდვილი მწვრთნელები?
ნამდვილი მწვრთნელი ტოვებს მოედანს ღიმილით ასეთი მარცხის შემდეგ?
ნამდვილი მწვრთნელი ზურგს აქცევს საკუთარ გულშემატკივარს?
ნამდვილი მწვრთნელი პასუხისმგებლობას გაურბის?

ჩვენთვის „ტორპედო“ სამსახური არ არის.
“ტორპედო” ჩვენი ცხოვრებაა!!!
ჩვენი ოჯახია!!!
ჩვენი სიამაყეა!!!
და ვინც ამ ყველაფერს პატივს არ ცემს მას არასდროს ეღირსება ჩვენგან პატივის ცემა!!!” – ,,ჯუნგლები”.

დააწკაპუნეთ კომენტარისთვის

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

რეკლამა

იხილე მეტი

ივლისი 2026
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

იხილეთ სრულად ევროტურნირები